logo
ENG



რუსეთში აქციებზე ასობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაიაც

23 იან 202117:54
3 წუთის საკითხავი
 

​რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციებზე ასობით ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შრის არის ნავალნის ცოლი იულია ნავალნაიაც.  

დაკავებამდე მან ინსტაგრამზე აქციიდან ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ აქციაზე იყო. დაახლოებით 40 წუთში ის პოლიციამ წაიყვანა. 

აქციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება. ამ დროის ინფორმაციით, დაკავებულთა რიცხვი 900-ს აღწევს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ პროტესტი აშშ-ის მიერ არის წაქეზებული. 

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს.

მანამდე ის ბერლინში იყო, სადაც 5 თვის წინ, ნოვიჩკით მოწამვლის შემდეგ, სამკურნალოდ გადაიყვანეს. რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება". 


close დახურვა