logo
ENG



ფორმულას ექსკლუზივი: წინასაახალწლოდ კახა კალაძემ 5 მილიონზე მეტი ლარის დანამატი გასცა

25 იან 202120:05
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, წინასაახალწლოდ თბილისის მერმა კახა კალაძემ 5 მილიონზე მეტი ლარის დანამატი გასცა. თბილისის მერიამ სახელფასო დანამატი 30 დეკემბერს დაარიგა.

მაგალითად, თბილისის საბავშვო ბაღები - 4, 600 000; მუნიციპალური სამსახურები - 329 746; თბილისის რაიონული გამგეობები - 276 832; თბილისის საკრებულო - 116 476; სერვისების განვითარების სააგენტო -100 950; თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია - 88 615 ლარი; მუზეუმების გაერთიანება და ბიბლიოეთეკები - 72 564; თბილისის განვითარების ფონდი - 53 460; ბოტანიკური ბაღი - 42 900. 

დანამატები მიიღეს გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების, თბილისის განვითარების ფონდისა და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებმა. საუბარია 32 სამახურზე. 

აღსანიშნავია, რომ ვაკის გამგებელი ამტკიცებს, რომ საახალწლოდ თანამშრომლებს არა სახელფასო დანამატი, არამედ ზეგანაკვეთური სამუშაო საათები გადაუხადეს. თუმცა, საწინააღმდეგოს ამბობენ დოკუმენტები. ჯამში მხოლოდ ამ გამგეობაში დანამატის სახით 30 ათას ლარამდეა გაცემული.

თბილისის მერის 24-25 დეკემბრის ბრძანებების მიხედვით, თბილისის 10-ვე გამგეობის თანამშრომლებისთვის საახალწლოდ ფულადი ჯილდო უნდა გაცემულიყო. ამ შინაარსის ბრძანებებს კალაძემ ხელი მოაწერა, თუმცა, სანამ აღსრულდებოდა, იქამდე გააუქმა და დაარედაქტირა. მერის 30 დეკემბრის ბრძანების მიხდვით ყველა ფინანსური ჯილდოს გაცემა შეწყდა. თუმცა, ამავე დღეს, 30 დეკემბერსვე, კახი კალაძემ ხელი ახალ ბრძანებებს მოაწერა, ამჯერად ფინანსური ჯილდო, შეიცვალა სიტყვით სახელფასო დანამატი.

ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, თბილისის მერს არ გააჩნია სოლიდარობის განცდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პანდემიის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მისივე თქმით, კალაძე დანამატების ჩარიცხვით საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას ცდილობს. 

"ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი სოლიდარობა არ გაგაჩნია იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ულუკმაპუროდ დარჩნენ. საერთოდ არ გაგაჩნია ხედვა, როგორ შეიძლება ქვეყნის ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა.

უბრალოდ დაკავებული ხარ საკუთარი თანამშრომლების გულის მოგების, მოსყიდვის მცდელობით, იმ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც აღმოჩნდა ქართული ოცნება, როდესაც ისინი ივანიშვილმა ქვეყანასთან ერთად მიატოვა. კალაძეს როგორც ჩანს შიგნიდან უწევს საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება", - განაცხადა აბესაძემ


close დახურვა