ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა ამოქმედდა. როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის და ექიმები ფრონტის წინა ხაზზე არიან, კლინიკები იხურება. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის ჯანდაცვის რეგიონული ცენტრი ფუნქციონირებას წყვეტს. სამსახურის გარეშე რჩება სამედიცინო დაწესებულების 80-მდე თანამშრომელი. მედპერსონალმა სამინისტროს გადაწყვეტილება დღეს საავადმყოფოს ეზოში გააპროტესტა.
ლანჩხუთის ჯანდაცვის რეგიონული ცენტრი ფუნქციონირებას წყვეტს
25 იან 202120:22
3 წუთის საკითხავი