
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის დეკანოზი თადეოზი.
მისი თქმით, პოლიტიკურ გადაცემებს აღარ უყრუებს და "დაისვენა".
მიტროპოლიტმა იაკობმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა დეკანოზ თადეოზ სარალიძის შესახებ, რომელმაც თქვა, რომ რომ სჯობს, "პარატიზი" ბავშვები პატარები მოკვდნენ, ვიდრე "დიდი ვირები" გაიზარდონ:
"ვინ არის დეკანოზი თადეოზ? არ ვუყურებ მაგას, თუ ჩავრთავ ტელევიზორს, ცხოველთ სამყაროს ვუყურებ, ან ოკეანის იმას. დავისვენე, რაც ცუდად გავხდი... არც პოლიტიკოსებს ვუსმენ და არც არავის... მინდა, რომ ყველა შერიგდეს. ჩართეთ ტელევიზორი, აუტანელია ეს პოლიტიკოსების, მასე ის ნებისმიერი მხარე მიუღებელია".
დეკანოზი თადეოზ სარალიძე არმენოფობიური და ანტისემიტური განცხადებებით გამოირჩევა. გარდა ამისა, 24 იანვარს ქადაგებისას ბავშვებზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავარია ისინი ეკლესიის ერთგულნი იყვნენ, სხვა შემთხვევაში სჯობს პატარები მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ.