logo
ENG



ცვლილებები შსს-ში - კახეთის, გურიის, შიდა ქართლის პოლიციის უფროსებმა თანამდებობა დატოვეს

27 იან 202117:07
3 წუთის საკითხავი
 

კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ზურაბ ბერიკაშვილმა თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა. ასევე, იცვლებიან გურიის, შია ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსები. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-შიც ადასტურებენ. 

ფორმულას ინფორმაციით, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს ბერიკაშვილის რამდენიმე მოადგილემაც. პოსტის დატოვების მიზეზებზე ფორმულამ ბერიკაშვილთან გასაუბრება სცადა, თუმცა კითხვის დასმის შემდეგ მან ტელეფონი გათიშა. 

შსს-ს ცნობითვე, კახეთში გურიიდან გადავა კახა მურადაშვილი პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, მურადაშვილს კი სამცხე-ჯავახეთის ყოფილი უფროსი, ლევან ხარაბაძე ჩაანაცვლებს.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები დაანონსებული იყო აჭარის პოლიციაშიც, თუმცა კონსტანტინე ანანიძე არ ადასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ რჩევა თანამდებობაზე. ჯერჯერობით, ასევე არ დასტურდება არც სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას ცვლილებაც, რადგან ის ზარებს არ პასუხობს. ფორმულას ინფორმაციით, იგი ბრუნდება ვაკე საბურთალოს პოლიციის უფროსის პოსტზე. 

 


close დახურვა