logo
ENG



შაბათის ფორმულა: აკრძალვების ფონზე კალაძის ცოლი ქორწილში იყო, დეპუტატი კი დაბადების დღეზე

30 იან 202120:49
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე ხალხმრავალ ქორწილში იმყოფებოდა. ღონისძიება 24 იანვარს, მცხეთის ერთერთ რესტორანში, მანამდე კი სვეტიცხოველში გაიმართა. 

შაბათის ფორმულას ცნობით, კალაძის ახლობელი, რომლის მეჯვარეც ანუკი არეშიძე იყო, ყოფილი მოდელია და შემდეგ ქალაქის მერის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. მის ახლობლებს შორის, როგორც ირკვევა ბევრი სასულიერო პირიცაა, რადგან ქორწილს რამდენიმე მათგანი ესწრებოდა. მათ შორის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, შალვა კეკელია და ამავე ტაძრის მოძღვარი, საბა ჭიკაიძე. სასულიერო პირის თქმით, სტუმრები კორონავირუსზე წინასწარ დატესტეს

სრული ლოქდაუნის პირობებში კიდევ ერთი ღონისძიება თბილისში გაიმართა. კერძოდ, ხალხმრავალ დაბადების დღეზე იმყოფებოდა ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ მესხი. ფორმულასთან საუბარში მესხი, მიუხედავად არსებული ვიდეო კადრებისა, ინფორმაციას უარყოფს. 


close დახურვა