ფოთში დაკვამლიანების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 1-ელ თებერვალს გამთენიისას მოხდა. როგორც "ფორმულას" საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკვამლიანება 5 კვ.მ.-ზე მოხდა.
გარდაცვლილთაგან ერთი შუახნის კაცია, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა. მეორე გარდაცვლილი კი მისი მომვლელია.
როგორც "ფორმულას" შსს-ში განუცხადა, საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო.