logo
ENG



წულუკიანმა პარლამენტში გვარამიას ნომერი საჯაროდ გამოაცხადა

02 თებ 202114:10
3 წუთის საკითხავი
 

მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია მთავარის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

წულუკიანი პარლამენტში ახლადშესულ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად, მის პირველ საპარლამენტო სხდომაზე გამოსვლისას, თავისი მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

წულუკიანმა ელისაშვილს უპასუხა, რომ თავადაც სურდა თავისი ნომრის გამოცხადება, თუმცა, სანაცვლოდ, გვარამიას ნომერი გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, პარლამენტში გამოსვლის ტექსტები მასთან შეეთანხმებინა. 

"ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?", - განაცხადა წულუკიანმა. 

 

 


close დახურვა