logo
ENG



სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გაამართლა

02 თებ 202114:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/02/kep6el2n2poib62.jpg

ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გაამართლა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი და მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ყოფილ მთავარ აუდიტორს, ლაშა თორდიას თავს 2017 წლის 12 მაისს დაესხნენ. თორდიამ თავდასხმაში ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულა. აუდიტორმა თავდასხმა ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას დაუკავშირა. 

ფარცხალაძეს ბრალი 2018 წლის 5 ნოემბერს წარედგინა. ის არ დაუკავებიათ. ფარცხალაძესან ერთად წარუდგინეს ბრალი მიხეილ ჩოხელსაც. 


close დახურვა