ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, სასამართლოში მისი საქმის წარმოება ახლდება.
"და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე. გვარამიას საქმის შემდეგ ჩემი საქმის განხილვაც განახლდა. გიგი უგულავა, ნიკა მელია - თქვენსკენ რა ხთეფაა?" - დაწერ მან ფეისბუქზე.
ირაკლი ოქრუაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძეს უკავშირდება. ოქრუაშვილი მაშინ შს მინისტრი იყო. იმავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილსაც.
პროცესები უკვე დაიწყო ნიკა გვარამიას საქმეზე, რომელსაც გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება.