logo
ENG



თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

03 თებ 202112:22
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სუპერმარკეტ სპარის დაყაჩაღება სცადეს. მაღაზიაში გამთენიისას ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ თავდამსხმელს სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელმა იარაღი წაართვა, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. 

პოლიციამ ორივე თავდამსხმელი ადგილზე დააკავა.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება ჩიტაიას 7 ნომრიდან, რომ მაღაზია სპარში შესული იყო ორი შეიარაღებული პირი. ადგილზე ოპერატიულად მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ეს ორი პიროვნება იქნა დაკავებული", - განაცხადა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ლაშა ჯოხაძემ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.


close დახურვა