EMC-ის წარმომადგენლის, გურამ იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტმა წინამორბედისგან მნიშვნელოვნად ნაკლები ადამიანი შეიწყალა, რაც, თეორიულად, შეცდომის ალბათობასაც ამცირებს.
„ეს რიცხვები შეიძლება ბევრს არაფერს აჩვენებს, მაგრამ მთავარი საკითხი რაც არის, ისაა, რომ 2019 წლის პირველ 9 თვეში პრეზიდენტმა მხოლოდ 91 პირი შეიწყალა. ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება წინა პრეზიდენტის მიერ გამოყენებული შეწყალებულთა რაოდენობას. 91 შეწყალებული 9 თვეში ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მცირე არის შეცდომის დაშვების ალბათობა ამას აჩვენებს ეს მონაცემები. რომ ყოფილიყო დიდი რაოდენობით შეწყალებულები, მეტი შანსია რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზი ყოფილიყო,“ - განაცხადა გურამ იმნაძემ.
EMC-ის წარმომადგენელმა შეისწავლა შეწყალების ყველა მოთხოვნა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სახელზე გაკეთდა.
გურამ იმნაძე „პოლიტიკის ფორმულას“ სტუმარია და სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობს საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე.