საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, საკლასო ოთახებში სწავლა აღდგენა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.
"მსჯელობის შედეგად, 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში, საქართველოს მასშტაბით. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.