
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგური გოცირიძე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება. ვაგონები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ გოცირიძეზე არ გაჩერდებიან.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.