logo
ENG



კუბილიუსი: ქართული ოცნების ლიდერებმა დაადანაშაულეს ევროკავშირის ელჩი, ეს შეცდომაა

05 თებ 202121:06
3 წუთის საკითხავი
clock 2315

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც წულუკიანის განცხადებების შესახებ თალაკვაძისთვის მიწერილი წერილის ერთ-ერთი თანაავტორია, ფორმულასთან აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის მიმართ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების ლექსიკა "დიდი შეცდომაა". 

"ჩვენ სწორედ ამაზე მოვახდინეთ რეაგირება", - ამბობს ჰარცელი, - "სამწუხაროდ, ქართული ოცნების ლიდერებმა, მათი გვარები ცნობილია ყველასთვის, დაადანაშაულეს ევროკავშირის ელჩი ჰარცელი. ეს არის დიდი შეცდომა". 

კუბილიუსი ამბობს, რომ ელჩმა ჰარცელმა დიდი ენერგია ჩადო საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის.

"მისი დადანაშაულება მიუღებელია", - ამბობს კუბილიუსი ევროკავშირის ელჩზე და მოუწოდებს პოლიტიკურ აქტორებს შეწყვიტონ ბრძოლის რეჟიმში საქმიანობა. 

"პირველ რიგში პასუხისმგებლობა მმართველ პარტიაზეა", - ამბობს კუბილიუსი და თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოცხადებას "არასწორი საქციელს" უწოდებს. 

საქართველოს საკითხებზე აქტიურად მომუშავე ევროპარლამენტარებმა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ტელეკომპანია მთავარის დირექტორის ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების გამო, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს წერილი დღეს მისწერეს. 

წერილში ევროპარლამენტარებმა წულუკიანის მიერ "პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დარღვევას" არაეთიკური, უსიამოვნო და სამწუხარო უწოდეს. 

 


close დახურვა