logo
ENG



ფორმულას ექსკლუზივი - კადრები, რომელიც სავარაუდოდ, ფოთში მომხდარ მკვლელობას ასახავს

07 თებ 202112:20
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულამ მოიპოვა კადრები, რომელიც სავარაუდოდ, ფოთში, 4 თებერვალს მომხდარ მკვლელობას ასახავს.

ვიდეომასალა შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება ჭავჭავაძის ქუჩაზე ნიღბიანი პირი, შედის მომსახურების სააგენტოს ეზოში, უახლოვდება ავტომობილს, რომლითაც გურამ ახალაია გადაადგილდებოდა და მას დამიზნებით რამდენჯერმე ესვრის.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 1 პირი - ბაჩანა შალიკაშვილი დააკავა. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

შალიკაშვილის ადვოკატი ნუგზარ ტყებუჩავა აცხადებს, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავენ.

მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება. ირკვევა, რომ 15 წლის წინ, დაკავებულის ძმა გია შალიკაშვილი პალიასტომის ტბაზე წამებით მოკლული იპოვეს და ამაში ოჯახი გურამ ახალაიას ადანაშაულებდა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ ვიდეომასალით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება, ტელეკომპანია ფორმულა მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მოპოვებული ვიდეო მტკიცებულებები მიაწოდოს.


close დახურვა