logo
ENG



8 მლნ ლარის ერთჯერადი ხელთათმანების ტენდერში გამყრელიძის შვილის კომპანიამ გაიმარჯვა

09 თებ 202120:32
3 წუთის საკითხავი
clock 3101

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთჯერად ხელთათმანებზე ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 7 800 000 ლარია. ტენდერები 21 იანვარს გამოცხადდა, 27 იანვარს დაიწყო საბუთების მიღება და 28 იანვარს დასრულდა. ტენდერში ერთადერთი კომპანია მონაწილეობდა - კომპანია "გეფა", რომლის აღმასრულებელი დირექტორი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძეა.

1 600 000-იანი და 1 000 000-იანი ტენდერების მიზნობრიობა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ერთჯერადი ხელთათმანების შესყიდვაა - ჯამში ხელთათმანებს 550 საბიუჯეტო ორგანიზაციას გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიას შესყიდვებიდან 10 წყვილი ხელთათმანი ერგება. 

ამჟამად ორივე ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. სატენდერო პირობებში იყო ერთი პუნქტი. კერძოდ, კომპანიას 2020 წელს სახელმწიფოსთვის ერთჯერადად მიწოდებული უნდა ქონოდა 1 300 000 ლარზე მეტი შესყიდვის ღირებულების პროდუქტი.


close დახურვა