logo
ENG



ხაზარაძე ვაქცინის კომერციალიზაციაზე: ბიზნესთან უნდა ესაუბრათ კონტაქტების გამოყენებაზე

10 თებ 202123:10
3 წუთის საკითხავი
clock 528
ხაზარაძე ვაქცინის კომერციალიზაციაზე: ბიზნესთან უნდა ესაუბრათ კონტაქტების გამოყენებაზე

პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის კომერციალიზაციისთვის საჭიროა ქართველმა ბიზნესმენემა თავიანთი კონტაქტები გამოიყენონ მსოფლიოს მასშტაბით. ფორმულას ეთერში, გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" მანვე განმარტა, რომ ამაში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი. 

"როცა შენ ხარ პატარა ქვეყანა, პატარა ბიუჯეტით და ქვეყანა ასეთ კრიზისშია, აუცილებლად უპარტნიორდები სტრატეგიულ ქვეყანას. ასეთი შეიძლება, იყოს უკრაინა. როცა უკრაინა 12 მილიონ ვაქცინის დოზას ყიდულობს და შენ ის მიგაჩნია უფროს მეგობრად, შენ მას უწყვილდები სახელმწიფოს მხარდაჭერით, ბიზნესთან უნდა ყოფილიყო საუბარი, რომ აბა, მეგობრებო, ვისაც სად შეგიძლიათ, რომ თქვენი კონტაქტებითა და ფინანსებით ჩაერთოთ პროცესში.

ეს არ ნიშნავს რომ კომპანია იყიდის ვაქცინას და შემდეგ თვითონ გაუკეთებს შპრიცებს თანამშრომლებს და გაყიდის რა ფასადაც უნდა, აქ საუბარია იმ კონტაქტების გამოყენებაზე, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს გააჩნიათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მაგალითად, ჩემი მეგობარი ჰარვარდიდან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია, მაგრამ მე რო დავურეკო არასერიოზული იქნება თუ არ იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი გეგმა და არ მიჰყვება ამას მინისტრის, ან პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, ან ზარი და როცა ისინი აწარმოებენ 25 მილიონს იქ უნდა უთხრა, რომ ჩვენ 200 ათასი გამოგვიყონ. უკრაინამ 12 მილიონი რომ იყიდა, შენ უნდა დაძმაკაცდე უკრაინასთან და უთხრა ჩვენ კერძო სექტორი ძვირს გადავიხდით ამაში ოღონდ 200 ათასი დაამატე ამას", - განმარტავს ხაზარაძე.

ლელოს ლიდერმა კორონავირუსის ვაქცინის კომერციალიზაციაზე დისკუსია 7 თებერვალს წამოჭრა. მისი ინიციატივით, კერძო პირებს უნდა მიეცეთ ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა, წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად. 

ხაზარაძე სვამს კითხვას, აქვს თუ არა მთავრობას დათვლილი, რა დაჯდება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია და მეორეს მხრივ, რა ჯდება ე.წ ლოკდაუნი და ეკონომიკის გაჩერება. 

"ვფიქრობ, სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა.

სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა!" - ამბობს ის. 

საქართველო თებერვლის შუა რიცხვებისთვის ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. ეს 14 625 ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი.


close დახურვა