შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა.
ბორცვაძემ აჭარის პოლიციის ხელმძღვანელად ავთანდილ გალდავა წარადგინა, ის აქამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აჭარის პოლიციის უფროსის პოსტს კოტე ანანიაშვილი იკავებდა, რომელმაც თანამდებობა 7 თებერვალს დატოვა, 9 თებერვალს კი ის მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, დეპარტამენტს ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ფორმულა რამდენიმე კვირაა, საუბრობს საკადრო ცვლილებებზე შსს-ში, რომელიც უკვე დაიწყო.