logo
ENG



30 წლის შემდეგ პირველად ქართული ფილმი ბერლინალეს მთავარ საკონკურსო სექციაში მოხვდა

11 თებ 202115:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/bvu7aygrqhyo3bc.jpg

თითქმის 30 წლის შემდეგ პირველად ქართული ფილმი "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო სექციაში მოხვდა. 

მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს უძინართა მზე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი იმ 15 ფილმს შორის არის, რომელიც კინოფესტივალის მთავარ ნომინაციაში იასპარეზებს. 

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინალეზე გაიმართება. 


close დახურვა