logo
ENG



მსოფლიო პატრიარქი ილია II-ს: შემთხვევით საქმე არ დაიჭიროთ ჩვენ მიერ განკვეთილ მღვდლებთან

13 თებ 202111:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/13/9o4trgrynhuxf3z.jpg

მსოფლიო პატრიარქი ილია II-ს სთხოვს, შემთხვევით საქმე არ დაიჭიროს მის მიერ განკვეთილ მღვდლებთან

მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს წერილს უგზავნის და სთხოვს, შემთხვევით არ დაიჭიროს საქმე მსოფლიო საპატრიარქოს მიერ განკვეთილ სასულიერო პირებთან. 

ბართოლომეოს I წერილში აღნიშნავს, რომ მსოფლიო საპატრიარქომ რამდენიმე კლერიკოსი სამღვდელო ხარისხიდან ერისკაცობამდე დაიყვანა უკიდურესად მძიმე კანონიკური დანაშაულისთვის. 

"ჩვენთვის ფრიად საყვარელო და დაფასებულო უნეტარესობავ, თქვენ და საქართველოს ეკლესიას, ამ ძმური წერილით ვაუწყებთ, რომ ამერიკის საეპისკოპოსოს კლერიკოსები: ეკონომოსი დუან გონსონი (Duan Gonson), პრესვიტერი დიონისე ლისტერმან იერლინგი (Listerman-Vierling), ნიკოლოზ გრაფი(Nicolas Graff), ემანუელ ხაძიდაკისი და კევინ მილსაპსი (kevin millsaps), და პრესვიტერი დიმიტრი გეორგიადისი, სვიმის სამიტროპოლიტოს კლერიკოსი უკიდურესად მძიმე კანონიკურ დანაშაულში ჩავარდნისათვის სამღვდელო ხარისხიდან დაყვანილ იქნენ ერისკაცობამდე.

ამ კანონიკურ გადაწყვეტილებას მსოფლიო საპატრიარქო აუწყებს თქვენს უნეტარესობას და ძმურად სთხოვს, რათა როგორც განძარცვულებთან ყოველი ქიროტონიული მადლისა და ენერგიებისაგან, შემთხვევით არ შეხვიდეთ მათთან საღთისმსახურო ურთიერთობაში.

გემთხვევით რა წმინდა ამბორით, თქვენო ღირსეულო უნეტარესობავ, გემშვიდობებით უფლისმიერი სიყვარულითა და გამორჩეული პატივისცემით.

ქრისტესმიერი ძმური მოკრძალებით,

კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი

9 თებერვალი, 2021 წელი". - ნათქვამია წერილში. 


close დახურვა