logo
ENG



"არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს" - აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს

13 თებ 202121:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/13/khrlyjqr0tlcbp7.jpg

სამოქალაქო ორგანიზაციამ მოძრაობა საქართველოსთვის ქართული ოცნების ოფისიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები არღვევენ მთავრობის მიერ ძალაში დატოვებულ გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც მოქალაქეებს 9 საათის შემდეგ ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავს. 

ორგანიზაციის აქტივისტებს ბანერი უჭირავთ, წარწერით - "არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს". ბანერზე ქართული ოცნების სხვადასხვა ლიდერები არიან გამოსახული. 

მანამდე ქართული ოცნების ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ორგანიზაციის ორი აქტივისტი დააკავეს, პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავება. 

"ქართული ოცნების დაცვად იქცა პოლიცია და მოქალაქეებს აღარ ემსახურება", - ამბობს აქციის მონაწილე ფორმულასთან

მსვლელობა პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე დასრულდება, სადაც აქტივისტებს პერმანენტული საპროტესტო კარავი აქვთ გაშლილი. 

 

 


close დახურვა