logo
ENG



მეუფე გრიგოლ კაცია: ბევრმა, ვინც ჭყონდიდის ეპარქიაშია, ვერ მიმიღო, როგორც მღვდელმთავარი

14 თებ 202113:51
3 წუთის საკითხავი
 

მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ის ჭყონდიდის ეპარქიაში ვერ მიიღეს, როგორც მღვდელმთავარი და მისი წალკის ეპარქიაში დაბრუნების მიზეზი სწორედ ეს გახდა. 

როგორც 2019 წელს წალკიდან ჭყონდიდის ეპარქიაში განწესებული მეუფე განმარტავს, მეუფე პეტრე ცაავას ეპარქიაში ჰყავს მხარდამჭერები და დაპირისპირებული მხარეების არსებობა მუდმივ დაძაბულობას იწვევს.

„2019 წელს პირველ ნოემბერს ჩამოვედი. აქ დამხვდა სიტუაცია, რომ ბევრმა, ვინც ამ ეპარქიაშია, ვერ მიმიღო, როგორც მღვდელმთავარი. იმ დღიდან ამ ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი - ის ბერები, მამები, ერთად რომ გაიზარდნენ და ერთად მოღვაწეობენ, ერთმანეთს არ ესალმებიან. რისი თქმა მინდა იცით? - ეს გადაბარება, რაც იყო, არ ვიცნობდი, ვინ სად იყო. სამწუხაროდ ეს აგრესია დღემდეა. მეუფე პეტრე აქ მოღვაწეობდა 14 წელი და დრო დასჭირდება, რომ განიკურნოს ეს აგრესია. მეუბნებიან, მეუფე, შენ ადამიანი კარგი ხარ, მაგრამ ჩვენი მეუფე არის პეტრე. დიდი კრიზისია, როცა ასეთი ეპარქიაა, ისტორიული და ასე ტოვებს მეუფე. ასეთი დაზიანებული ეპარქია არსად არ მინახავს", - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ.

მიტროპოლიტი გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში მას შემდეგ განაწესეს, რაც 2019 წელს მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმოქმედება შეუჩერეს და სინანულისთვის მონასტერში გაგზავნეს. თუმცა 2021 წელის 11 თებერვალს გამართულ სინოდის სხდომაზე მეუფე გრიგოლი კვლავ წალკის ეპარქიაში დააბრუნეს, ხოლო მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე უწინამძღვრებს

2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმოქმედება შეუჩერეს და სინანულისთვის მონასტერში გაგზავნეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა", სინოდის განჩინებას კი არ დაემორჩილა.

მას შემდეგ, მეუფე პეტრემ არაერთხელ ისაუბრა საპატრიარქოში ერთპიროვნული მმართველობისა და "გარყვნილების" პრობლემებზე. ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე საჯარო გამოსვლებში ყვება, რომ საპატრიარქოში რეალური ძალაუფლება პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის ხელში არის კონცენტრირებული. ჭყონდიდელ მიტროპოლიტს არაერთხელ უსაუბრია ასევე საპატრიარქოში რუსული გავლენების შესახებ.


close დახურვა