logo
ENG



სააკაშვილი: უგულავა მართლა იყო აქ, სუფრა გავუშალე, პოლიტიკაზე თითქმის არ გვილაპარაკია

14 თებ 202118:31
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: უგულავა მართლა იყო აქ, სუფრა გავუშალე, პოლიტიკაზე თითქმის არ გვილაპარაკია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს გიგი უგულავას შეხვდა. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ თავად უგულავამაც დაადასტურა.

როგორც სააკაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა, ადამიანური შეხვედრის მოწამვლა არ უნდოდათ.

"გიგი იყო აქ მართლა, ჩემთან სახლში, სუფრა გავუშალე, ძალიან თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ არ გვინდოდა, მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა. მე, რა თქმა უნდა, მათი კამპანია არ მომეწონა, მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ პირველ რიგში დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე, ეს თავდასხმები ჩემზე არ იყო საერთო ინტერესებში, მაგრამ შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება და ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო, საჭიროა მომავალზე კონცენტრირება, მით უმეტეს, მათი რაღაც პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალ კონფიგურიაციაში დავით ბაქრაძისთვისაც მოიძებნება ადგილი, გიგი უგულავასთვისაც და ყველასთვის. წამყვანის კითხვაზე, თუ მოიძებნება მათი ადგილი ნაციონალურ მოძრაობაში, სააკაშვილი პასუხობს, რომ ახლა საჭიროა ყველას ერთიანობა.


close დახურვა