logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ბათუმში კაცი დანით დაჭრა

14 თებ 202120:08
3 წუთის საკითხავი
clock 290
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ბათუმში კაცი დანით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც 13 თებერვალს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კაცი, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, დაჭრილი კლინიკაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა