logo
ENG



ხმალაძე: ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა არ გაგრძელდება

15 თებ 202117:30
3 წუთის საკითხავი
 
ხმალაძე: ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა არ გაგრძელდება

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე, აცხადებს, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა არ გაგრძელდება.

ამის შესახებ მან განცხადება სასტუმროს მშენებელ კომპანიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ვიცე-მერი იმედს გამოთქვამს, რომ კომპანიის მხრიდან ისეთი ქმედებები, რაც დღეს აღკვეთა მუნიციპალურმა სამსახურმა, აღარ განმეორდება.

„იმედია, მსგავს ქმედებას, რაც დღეს მუნიციპალურმა სამსახურმა აღკვეთა, აღარ ექნება ადგილი. ფულად კომპენსაციაზე საუბარი არ ყოფილა. თუ საქმე ეხება იმას, რომ ნაკვეთი არ მოსწონთ, შეგვიძლია სხვა ნაკვეთის შეთავაზება, მაგრამ კომპანია მონაცვლეობას არ ღებულობს. მათთვის მისაღებია მოვუნაცვლოთ მიწის ნაკვეთი ვაკის პარკში. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი შეთავაზებები ცენტრალურ უბნებში, სკვერებში, არცერთ პარკში არ არის. ასეთი ქმედებით, როგორც იქ დილით იქცეოდნენ, ვერაფერს მიაღწევენ", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ კომპანიას შესთავაზეს სხვა მიწის ნაკვეთი თბილისის ტერიტორიაზე, თუმცა კომპანია კატეგორიულ უარზეა. ხოლო მერია ამ ეტაპზე არსებული პარამეტრების მშენებლობას ვაკის პარკში არ დაუშვებს.

ცნობისთვის, სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის ნებართვა 2013 წელს გაიცა. არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივამ მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, 2018 წელს კომპანიამ სასამართლო დავა მოიგო. თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასტუმროს პროექტზე 8 მილიონ დოლარი უკვე დაიკარგა.

2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტი არ აშენდებოდა. მისი თქმით, საუბარი იყო ადგილმონაცვლეობაზე ან მერიის მიერ ტერიტორიის შესყიდვაზე.


close დახურვა