logo
ENG



ბიზნესასოციაციები კომენდანტის საათის 23:00 საათამდე გადაწევას ითხოვენ

17 თებ 202112:39
3 წუთის საკითხავი
clock 1200

ბიზნესმენები კომენდანტის საათის 23:00 საათამდე გადაწევას ითხოვენ. ასევე, მათი თხოვნაა, სავაჭრო ობიექტებს შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მიეცეთ. 

"ჩვენი თხოვნაა, კომენდანტის საათი გადაიწიოს 2 საათით და ნაცვლად 21:00 საათისა, 23:00 საათზე დაიწყოს. ასევე, შაბათ-კვირას აღდგეს მუშაობა. იმის გათვალისწინებით, რომ 2 კვირის წინ გვქონდა შეხვედრები ეკონომიკურ გუნდთან და ე.წ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსულია 3%-ზე, წინაპირობა, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას, არსებობს". - ამბობს თბილისი ცენტრალის დირექტორი, ლევან ყარალაშვილი. 

მოთხოვნებს უერთდება რესტორატორთა ასოციცაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე. მისი თქმით, შეზღუდვები შემსუბუქდა, თუმცა, ბიზნესს შედეგზე გასვლა უჭირს. 

ამ ეტაპზე კომენდანტის საათი მოქმედებს 21:00 საათიდან. შაბათ-კვირას აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე, არ მუშაობს სავაჭრო ობიექტები. კაფე-ბარებს მხოლოდ ღია სივრცეში მუშაობის უფლება აქვთ. 


close დახურვა