logo
ENG



კრემლი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ნავალნის გათავისუფლებას არ აპირებს

17 თებ 202120:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/17/4q7a9vcjizyaipi.png

რუსეთის ხელისუფლება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პატიმრობიდან განთავისუფლებას არ აპირებს. განცხადებას რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

"39-ე წესის საფუძზსველზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიღება სუვერენული სახელმწიფოს მართლმსაჯულების სისტემაში უხეში, დაუსაბუთებელი ჩარევა იქნებოდა - წითელი ხაზის გადაკვეთა. ამ ტიპის გადაწყვეტილება ვერ მიიღება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. 

ევროპის ადამიანის უფელაბათა სასამართლომ რუსეთს ნავალნის განთავისუფლებისკენ 16 თებერვლის გადაწყვეტილებით მოუწოდა და ნავალნის სასარგებლოდ დროებითი ზომა გამოიყენა. 

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ეს ზომა დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების მთავარი ფორუმია, რომელშიც რუსეთიც არის გაწევრიანებული


close დახურვა