
თბილისში, ერთერთ ქუჩაზე 50 წლამდე კაცი, სკვერში გაყინული იპოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
არსებული ინფორმაციით, კაცის ვინაობა იდენტიფიცირებულია. ის საქართველოს მოქალაქე არ არის. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაბალი ტემპერატურა გახდა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.