logo
ENG



საქართველოს მოქალაქეები ოფიციალურად დასაქმებას ისრაელსა და საფრანგეთშიც შეძლებენ

19 თებ 202114:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/19/2qbviz733ikckiq.jpg

საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი სიმონიშვილის ინფორმაციით, გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები მალე ოფიციალურად დასაქმებას კიდევ ორ ქვეყანაში - ისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ.

როგორც სიმონიშვილი Facebook-ზე წერს, სიას უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა დაემატება. 

"გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებების იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს.

გერმანიის და ისრაელის შემდეგ, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს კიდევ რამოდენიმე ევროპის წევრი ქვეყნები დაემატებიან სულ მალე. დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ როგორც გახდება ცნობილი", - წერს ლევან სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.


close დახურვა