ფორმულას ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი, რომელიც 19 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა, დროებითია.
მთავრობის რეალური განახლება აპრილიდან დაიწყება.
ჩვენი ინფორმაციით, გაზაფხულზე აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ 4 მინისტრი დატოვებს - დავით ზალკალიანი, ვანო მაჭავარიანი, თეა ახვლედიანი და გოჩა ლორთქიფანიძე.
გოჩა ლორთქიფანიძის მიერ თანამდებობის დატოვება არახალი ამბავია - მარტიდან ის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტს დაიკავებს.
მინისტრთა კაბინეტში დაბრუნდება თეა წულუკიანი, ოღონდ ამჯერად კულტურის მინისტრის რანგში.
სამთავროვო ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
19 თებერვალს პოსტი დატოვა ვიცე პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაც.
ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.