ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიცია დღეს, 23 თებერვალს, 15:00 საათზე კანცელარიასთან აქციას გამართავს.
ის ყველას მოუწოდებს, ვისაც ქვეყნის მომავალი აწუხებს, აქციაზე მივიდეს.
"ყველას მინდა მოგმართოთ, ვინც ახლა ხართ სახლში, უყურებთ ტელევიზორს, ვისაც გადარდებთ ამ ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ბედი, მობრძანდით სამ საათზე კანცელარიასთან. აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოს თავისუფლებისთვის, თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის", - თქვა დეკანოიძემ.
დეკანოიძე ამბობს, რომ ნიკა მელიაც და საქართველოც "ძალიან მალე" იქნება თავისუფალი.
ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.