logo
ENG



45 წლამდე კაცი სენაკში სროლის დროს დაჭრეს

14 ივნ 202109:35
3 წუთის საკითხავი
 

45 წლამდე კაცი სენაკში სროლის დროს დაჭრეს

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი - მანქანაში მყოფი შემთხვევითი მგზავრი ყვება, შეიარაღებულმა პირებმა მათ გზა გადაუჭრეს და ცეცხლი გაუხსნეს.

თვითმხილველები სენაკის პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ.

მომხდარის სავარაუდო მოტივად კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება სახელდება, რასაც დაჭრილი კაცის ახლობლები უარყოფენ.

დაჭრილი კაცი თავდაპირველად სენაკის კლინიკაში შეიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ, უცნობია მომხდარის რეალური მოტივიც.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. 


close დახურვა