ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, 25 თებერვალს მოხდა. დაზარალებულები, ამჟამად ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილები.
ვახო სანაია ფორმულასთან ინტერვიუში ყვება, რომ დაზიანება აქვს როგორც თავზე, ასევე ხელებზე, ფეხზე, აქვს ძლიერი თავის ტკივილი. მისივე თქმით, დაზიანება მიიღო მისმა რძალმაც. როგორც ის ყვება, თავდამსხმელის მუშტი მასაც მოხვდა.
"პირდაპირ, აგრესია ჰქონდაც ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ. მათ მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გამდოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე", - ყვება ვახო სანაია.
მან ერთერთი თავდამსხმელი ამოიცნო:
შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი ცოლის ნათესავის, 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.