logo
ENG



მიკსი საქართველოს მძიმე მდგომარეობაზე ევროპელი დეპუტატების განცხადებას შეუერთდა

28 თებ 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock 1627

აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიკსი შეუერთდა ამერიკელი და ევროპული საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლების განცხადებას საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. განცხადების ინიციატორი ლიეტუველი დეპუტატი, ჟიგიმანტას პავილიონისია

პავილიონისმა 27 თებერვალს ტვიტერზე დაწერა: 

"კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიკსი საქართველოს თავისუფლებაზე თავდასხმების შესახებ ჩვენს წუხილს შეუერთდა. პატივცემულო კონგრესმენი, გულითადი მადლობა". - დაწერა პავილიონისმა ტვიტერზე

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: 

"საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების მიზნით მისი ოფისზე შტურმმა გამოააშკარავა საქართველოს დემოკრატიის და თავისუფლების სისუსტე. ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გაფორმდა. 

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, გაერთიანდნენ, რათა მოძებნონ პოლიტიკური გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, იმ პრობლემებიდან, რომლებსაც საქართველოში ბოლო წლებია, ვხედავთ და სხვების მსგავსად, არ მიმართონ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საზიანოა ქართველი ხალხისთვის. 

დესტაბილიზაციის გამომწვევი და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, ხაზს უსვამს ყველა იმ პირის პერსონალურ პასუხისმგებლობას, ვინც იკავებს მაღალ თანამდებობას და ვალდებულია, გამოიჩინოს თავშეკავება და ნათელს ხდის შედეგებს მთელი ერისთვის. 

საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, თუმცა, საფრთხე ემუქრება თავისუფლებაზე ძალადობის და თავდასხმების გამო". 

განცხადებას ხელს აწერენ: 

ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი; პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ კუჩინსკი; ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ კოლსი; აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიკსი; აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდეზი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკელსონი, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი; გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ როტგენი; გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტაგენდჰატი.


close დახურვა