logo
ENG



თბილისსა და რეგიონებში საწვავზე ფასის შემცირების მოთხოვნით აქციები იმართება

28 თებ 202114:38
3 წუთის საკითხავი
 

დედაქალაქსა და რეგიონებში მოქალაქეები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ.

თბილისში, აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ქუჩაზე შეიკრიბნენ, საიდანაც გმირთა მოედნისკენ საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ერთი კვირის წინ მათ მიერ გამართული გამაფრთხილებელი აქციის მიუხედავად, საწვავის ფასი შემცირების ნაცვლად, კიდევ უფრო გაიზარდა. ისინი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც მოითხოვენ.

"ძალიან უაზროდ იზრდება ფასები, ჩვენი მოთხოვნის შემდეგ კიდევ მოემატა. პირველ რიგში ვითხოვთ მთავრობასთან საუბარს ორგანიზატორები, რომ შევთანხმდეთ ელემენტარულზე და ხალხს ცოტათი მაინც შევუმციროთ ის ხარჯები, რაც საწვავიდანაც მოდის. კანცელარიაში შეგვაქვს წერილი, გვინდა შევხვდეთ პრემიერს და დაველაპარაკოთ, მისი აზრიც მოვისმინოთ", - განაცხადა აქციის მონაწილე ლაშა ახვლედიანმა.

საწვავის ფასის შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება ასევე გორში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში. 

რუთავში დემონსტრანტებს გადაკეტილი აქვთ სამანქანო გზა. 


close დახურვა