logo

ზურაბიშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: შევთანხმდით, რომ ქვეყანას სჭირდება დიალოგი

01 მარ 202110:35
3 წუთის საკითხავი
clock 4200
2021/03/01/zwygohi9688zkfh.png

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ქვეყნის შიგნით დიალოგის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ "საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც ევროკავშირის გზაზე მოდის".

"შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება შიდასტაბილურობა, შერიგება, დიალოგი, ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდები, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ ეს უნდა. პოლიტიკური პასუხისმგელობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შეასრულოს და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო, რომელიც არის საზოგადოების მიერ მოთხოვნილი გზა", - თქვა ზურაბიშვილმა.

შარლ მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ის, ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვევა. 

close დახურვა