logo
ENG



გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

02 მარ 202123:39
3 წუთის საკითხავი
clock 1118
გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორში ენმ-ს ოფისზე თავდასხმის საქმეზე, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მინები დააზიანეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2 მარტს, საღამოს გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ. ჩამსხვრეულია შენობის მინები და კარი. ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, გორის ამავე ოფისს ხუთჯერ დაესხნენ თავს. ადგილობრივ ოფისში ენმ-ს წარმომადგენელი რევაზ კახნიაშვილი ფორმულანიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციას წინა, მსგავსი შემთხვევები არ გამოუძიებია, ამიტომ ეს დანაშაული წახალისებულია. 

ოფისის დაზიანების ვიდეოკადრები ფეისბუქში ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბადრი ბასიშვილმა გაავრცელა. 


close დახურვა