logo
ENG



გერმანიაში მცხოვრები ქართველები ელჩ ჰუბერტ ქრინშს წერილით მიმართავენ

03 მარ 202100:49
3 წუთის საკითხავი
 
გერმანიაში მცხოვრები ქართველები ელჩ ჰუბერტ ქრინშს წერილით მიმართავენ

გერმანიაში მცხოვრები ქართველები საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქრინშს წერილით მიმართავენ, რათა მთავრობას შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდოს. წერილში საუბარია მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტზე. 

"ბატონო ქნირშ, ჩვენ, გერმანიაში მცხოვრები ქართველები, ვწუხვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატია შერყეულია, ზიანი ადგება და რომ კანონის უზენაესობა შეუჩერებელი უკუსვლის პროცესშია, ძალადობის სასარგებლოდ.

ჩვენი აზრით, პოლიტიკური უთანხმოება ვერასოდეს გადაიჭრება ძალადობით, ან აგრესიით. იშვიათად შეუცვლია რამეს ჩვენი ქვეყანა, როგორც 9-წლიანმა ოლიგარქიულმა მმართველობამ შეცვალა. ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სხვადასხვა გზებით გაზარდა ძალაუფლება. მაგალითისთვის, მან დაიმორჩილა საარჩევნო ადმინისტრაცია, პროკურატურა და სასამართლოები. საბოლოოდ, წარმატებით დააკავა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია. მას ბრალად ედება 2019 წლის ზაფხულში მიმდინარე აქციის დროს ძალადობის წაქეზება. მის მიმართ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ასევე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებას სამართლებრივი საჭიროება არ ჰქონდა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მის დაკავებას მწვავე კრიტიკა მოყვა საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან.

ზუსტი ნაბიჯებია საჭირო.

ჩვენი დაკვირვებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თანდასწრებით ოპოზიციურ პარტიებსა და მთავრობას შორის შეხვედრას სიმშვიდე არ მოუტანია. 

ახლა გვსურს გთხოვოთ, როგორც გერმანიის ელჩს, ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეგობრობის ნიშნად, გაგზავნოთ სიგნალი მკაფიო სიტყვებით და მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების ურყევი პატივისცემისკენ.

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მას არ გაუაზრებია შეხვედრის შინაარსი. როგორც ცნობილია, 15 მარტს ჩანიშნულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოზე გაითვალისწინებენ მიღწეულ პროგრესს.

სიტუაციის დეესკალაციისთვის, ვადამდელი არჩევნებისკენ მოწოდებას, ნიკა მელიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, აუცილებლობად მივიჩნევთ. სხვა შემთხვევაში, ოლიგარქისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს", - ნათქვამია წერილში. 


close დახურვა