ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებას ყოველთვის უჭერდა მხარს და ვითარება არც მომავალში შეიცვლება. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ ანაკლიის პორტისთვის უახლოეს მომავალში ახალი ინვესტორის ძიებას დაიწყებს.
"მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება. ჩვენ, ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, პოტენციური ინვესტორის მოსაძიებლად, საერთაშორისო კონსულტანტსაც დაიქირავებს.
რა ვიცით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე - იხილეთ აქ.