logo
ENG



თბილისის მერია: კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

05 მარ 202122:11
3 წუთის საკითხავი
clock 4419

თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს.

მათი ცნობით, ფაქტი დღეს საღამოს მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

"მემორიალი მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული, ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


close დახურვა