logo
ENG



პროკურატურა: გორში 13 წლის გოგო ოჯახის წევრმა გააუპატიურა, მას ბრალი დაუმძიმდა

06 მარ 202113:11
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურამ 13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალი დაუმძიმდა. 

გამოძიება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით გაგრძელდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გოგო გააუპატიურა და ფიზიკურად იძალადა. 

პროკურატურისვე ცნობით, მოძალადე მსხვერპლის ოჯახის წევრია. 

უწყების ცნობით,

ზ.მ.-ს ბრალდება  5 მარტს,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე  მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სამართალდამცავებმა ზ.მ. 19 თებერვალს დააკავეს. 21 თებერვალს  მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

13 წლის გოგომ გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. ის სექსუალური ძალადობის შემდეგ დაორსულდა. ბრალდებული არასრულწლოვანის მშობიარობიდან ექვსი თვის შემდეგ დააკავეს.


close დახურვა