ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თავისუფალ ზონაში მდებარე ბენზინგასამართი სადგური დარიალი ფოინთი დაყადაღებულია.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საწვავის კორუფციული სქემის უკან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დგანან.
შაბათის ფორმულას ცნობით, კორუფციული სქემა ასეთია - ნეიტრალურ ზონაში გახსნილი ბენზინგასამართ სადგურ დარიალ ფოინთის მფლობელი შპს ტრანზით ინდასტრ დეველოპმენტია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ჩხარტიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი შოშიტაიშვილია.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ექსკლუზიური ნებართვა შპს ტრანზით ინდასტრ დეველოპმენტმა 2020 წლის ზაფხულში მიიღო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მშენებლობის დაწყების ნებართვა დაჩქარებული წესით მისცა.
მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით დიზელის ფასი 2.55 თეთრს შეადგენს, დარიალ ფოინთში საწვავი 90 თეთრით იაფია და მისი საფასური 1.65 ლარს შეადგენს.
ამ ფასში კომპანია წელიწადში მინიმუმ 275 000 ტონა საწვავის გაყიდვას გეგმავს, მომგებიანი მდებარეობის გამო სახელმწოფოს კი არაფერს უხდის. ამით ქვეყანა სულ მცირე 8 მილიონზე მეტი ლარით ზარალდება, და ხაზინის ნაცვლად თანხა ჩხარტიშვილი-მამაცაშვილის ჯიბეში მიდის.