logo
ENG



კალაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ მერობის კანდიდატად პოლოლიკაშვილი განიხილება

12 მარ 202112:46
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ქართული ოცნება თბილისის მერობის მომავალ კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს. მისივე თქმით, კანდიდატის ვინაობა არჩევნებამდე თვენახევრით ადრე გახდება ცნობილი, მანამდე კი კონსულტაციები მიმდინარეობს რაშიც, როგორც ამტკიცებს, თავადაც იღებს მონაწილეობას.

"არჩევნებამდე არის 7 თვე. გაიხსენეთ არჩევნები სადაც 7 თვით ადრე იყო წარმოდგენილი კანდიდატი. რა თქმა უნდა, ვიღებ კონსულტაციებში მონაწილეობას, რომ შევარჩიოთ რაიონები საკრებულოს წევრები, მერები. ეს პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. კანდიდატთან დაკავშირებული, თვენახევრით ადრე, როგორც ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, ცხადი იქნება ყველაფერი. მე ვარ ქალაქის მერი, ვაგრძელებ საქმიანობას.", - ამბობს კალაძე, ზურაბ პოლიკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე კი პასუხობს, რომ "ტყუილია, სიცრუეს ავრცელებთ".

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს, რომელიც 2018 წლიდან გაეროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია. თავად პოლოლიკაშვილი ფორმულას კითხვას არ პასუხობს. 

ფორმულას წყარო უყვება, რომ პოლოლიკაშვილმა შეთავაზება მმართველი გუნდისგან უკვე მიიღო, თუმცა მმართველ გუნდს მისი თანხმობა ჯერ არ აქვს.

ფორმულამ გაარკვია, რომ გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებს პარტიის თავმჯდომარემ გუშინ სხდომაზე გააცნო. სხდომას კახი კალაძე არ ესწრებოდა.


close დახურვა