logo
ENG



თალაკვაძის თქმით, მერობის კანდიდატებზე კონკრეტული დისკუსია არ ყოფილა

12 მარ 202118:14
3 წუთის საკითხავი
clock 1917
თალაკვაძის თქმით, მერობის კანდიდატებზე კონკრეტული დისკუსია არ ყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში სამუშაო შეხვედრა უკვე იყო, თუმცა აცხადებს, რომ კანდიდატებზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. 

რაც შეეხება უშუალოდ, მოხმედ მერს, კახა კალაძეს, თალაკვაძე ამბობს, რომ ის ქართული ოცნების "გამორჩეული ლიდერია". 

"კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა და კიდევ არა ერთი პროექტი წინ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდის მიერ გაცემულ დაპირებებს შევასრულებთ, მათ შორის დედაქალაქთან მიმართებაში.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა ზოგადად არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებით, თუმცა კანდიდატებზე კონკრეტული დისკუსია არ ყოფილა. შესაბამისად, ჯერ ძალიან ადრეა რომ მე გავაკეთო წინასწარი კომენტარები, ჩვენს კანდიდატებთან დაკავშირებით. ერთი რამ ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ის [კალაძე] გუნდის გამორჩეული ლიდერია და აქვს საზოგადოების ნდობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მომავალი პოლიტიკისთვის", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს, რომელიც 2018 წლიდან გაეროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია. თავად პოლოლიკაშვილი ფორმულას კითხვას არ პასუხობს. 

ფორმულას წყარო უყვება, რომ პოლოლიკაშვილმა შეთავაზება მმართველი გუნდისგან უკვე მიიღო, თუმცა მმართველ გუნდს მისი თანხმობა ჯერ არ აქვს.

ფორმულამ გაარკვია, რომ გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებს პარტიის თავმჯდომარემ გუშინ სხდომაზე გააცნო. სხდომას კახი კალაძე არ ესწრებოდა.

 


close დახურვა