logo
ENG



გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს

12 მარ 202119:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/12/ocvn16fm8erv43c.jpg

გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე მაშველებმა იპოვეს - მათ ათ საათზე მეტხანს ეძებდნენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ოპერაციის ჩატარება გართულდა: ვერ გამოიყენებოდა ვერტმფრენი, მაშველებს კი ორმეტრიან თოვლში ფეხით უწევდათ გადაადგილება.

გომის მთაზე ოთხი ადამიანის დაკარგვის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი - ერთი მათგანი გაყინული იპოვეს, ხოლო დანარჩენ სამს რამდენიმე საათს ეძებდნენ. 


close დახურვა