logo
ENG



სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცი გირაოთი გაათავისუფლეს

17 მარ 202120:54
3 წუთის საკითხავი
 

თელავის სასამართლომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო ბრალდებული  გაათავისუფლა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით მხოლოდ გირაო გამოიყენა. იმავე მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დაზარალებულის ძმას, რომელმაც სავარაუდოდ არაერთხელ იძალადა ფიზიკურად საკუთარ დაზე მას შემდეგ, რაც კაცთან ურთიერთობის შესახებ შეიტყო. მეორე ძმა კი ნანობს, რომ მომხდარის გამო გოგო ადგილზე არ მოკლა. დაზარალებული სოციალურმა სამსახურმა ოჯახს გაარიდა. 


close დახურვა