პარლამენტმა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად გამოყოფას პარლამენტმა მხარი რამდენიმე დღის წინ დაუჭირა, ის მანამდე განათლებასთან და მეცნიერებასთან ერთიანდებოდა.