logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, საქართველო-ესპანეთის მატჩზე მაყურებელს დაუშვებენ

18 მარ 202114:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/18/ql7h4fpz9056qed.jpg

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მაყურებელს დაუშვებენ. ამის შესახებ პრემიერი, ირაკლი ღრიბაშვილი Facebook-ზე წერს.

"28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ამავდროულად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

ცნობისთვის, წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება.


close დახურვა