logo
ENG



ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს

20 მარ 202112:06
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკები ჩააგდო, მათ შორის, არ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების მედიაცია, გადადიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. 

ენმ-ის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ეს გულისხმობს რეგიონების მცხოვრებლებთან შეხვედრებს და საპროტესტო აქციებს. 

უდუმაშვილმა თქვა, რომ შემაჯამებელი საპროტესტო აქცია 15 მაისს, თბილისში გაიმართება. 

"დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგიონებსა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს.

დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს". - თქვა უდუმაშვილმა


close დახურვა